ანტარქტიდას 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა მოცულობის აისბერგი მოწყდა. ის უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აისბერგია. აისბერგს მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რათა გემებს ოკეანეში გადაადგილებისას საფრთხე არ შეუქმნას. თუმცა, როგორც აშშ-ის სკრიპისის ინსტიტუტის პროფესორმა ხელენ ფრიკერმა განაცხადა, აღნიშნული მოვლენა გლობალურ დათბობას არ უკავშირდება.
ამჟამად, აისბერგი დასავლეთით მიემართება. როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ყინულის გიგანტური მასის ბოლომდე დნობას რამდენიმე წელი დასჭირდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter