ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “ტაქსაობა” დაიწყო რეგულაციის დასარღვევად

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციის დასარღვევად თბილისის ქუჩებში მუქი ნაცრისფერი მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს.
მისი თქმით, მთავარი მიზანი არის ის,რომ გაარკვიონ, რამდენად რეალურად მუშაობს ახალი რეგულაციები ტაქსების შესახებ. მას ავტომობილი არც თეთრად აქვს გადაღებილი და არც ლიცენზია გააჩნია.
შეგახსენებთ, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter