„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩაგალაშვილი დააკავეს

გურამ ჩალაგაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დააკავეს. მას ადმინისტრაციული წესის დარღვევაში ედება ბრალი. ის თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი. ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გააკეთა:
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“.
ამჟამად საქალაქო სასამართლოში ჩაგალაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter