Samsung Galaxy 10 წლის გახდა

Samsung-მა ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნა ინოვაციური სმარტფონების ხაზი, რომელიც უკვე წლებია ლიდერია გაყიდვებში. მისი პოპულარობა 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც მან შექმნა Galaxy S. მან საოცარი სისწრაფით დახვეწა და გააუმჯობესა ტექნოლოგიები და მალევე, ერთ წელში, წარადგინა ცნობილი სმარტფონი Galaxy S2, ის 2011 წლის საუკეთესო სმატფონად დასახელდა. ამავე წელს Galaxy Note-ის პრეზენტაციაც ჩატარდა. 2015-16 წლებში „სამსუნგმა“ სულ სხვა თვალით დაგვანახა სმარტფონის შესაძლებლობები, ამასთანავე მისი ვიზუალური მხარეც. დღეისათვის  Samsung უპირობო ლიდერია ეკრანების წარმოებაში და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ფლაგმანურ მოდელებში, რაც აისახება იმაში, რომ სამსუნგმა წარმოადგინა უსაზღვრო O ტიპის ეკრანი, რომლიც სენსორების და ფრონტალური კამერის განთავსების რადიკალურად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომაა. ხოლო 2019 წლის Galaxy-ის მე-10 საიუბილეო ხაზის Note10+ ში, პრაქტიკულად ამოწურა ფოტო და ვიდეო გადაღების ყველა მიმართულება 4 კამერიანი „სეთაფით“, რომელიც მთავარ კამერას, ტელეფოტო და ულტრაგანიერ ლინზასა და სიღრმის სენსორს აერთიანებს. Galaxy-ის უკანასკნელი თაობის მოდელები ტექნოლოგიურად უკომპრომისოა და მისი კონკურენტები მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებენ მის შესაძლებლობებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter