მაიკ პომპეო გიორგი გახარიას – ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
სახელმწიფო მდივანი პომპეო მილოცვაში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილ წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ამერიკა ერთგულია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
„ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა და სავაჭრო თანამშრომლობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ადამიანთა შორის კონტაქტები და კულტურული გამოცდილების გაზიარება.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter