შამანების სვლა პუტინის წინააღდეგ

იაკუტელი შამანის, ალექსანდრე გაბიშევის მიმდევრები მოსკოვისკენ მსვლელობას გააგრძელებენ. აქტივისტები მსვლელობას დაახლოებით ორ კვირაში ნოვოსიბირსკიდან დაიწყებენ. “მზად ვართ ახალი პოლიტპატიმრები გავხდეთ“ – აცხადებს აქტივისტი დიმიტრი კრიუკოვი.
შამანი, რომელიც პუტინის კრემლიდან  “განსადევნად” მოსკოვში ფეხით მიდიოდა 20 სექტემბერს ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მეორე დღეს გაათავისუფლეს. შამანის აზრით, პუტინი ბნელი ძალების პირმშოა და გამკლავება მხოლოდ თავად შეუძლია. 

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter