კავკასიური დილემა და მსგავსება 2008 წლის ომთან

სამხრეთ კავკასიური რეგიონი არასტაბილურობას ინარჩუნებს. ვითარება მიმდინარე წლის სექტემბერში სეპარატისტულ ოსეთთან მიმართებით ძალიან დაემსგავსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა პერიოდს და ამის პირველი დასტური ე.წ. ბორდერიზაციაა. ოსმა სეპარატისტებმა და რუსებმა ადმინისტრაციული საზღვარი არერთხელ გადაწიეს საქართველოს სიღრმეში, რასაც მცირედი ინცინდენტებიც მოყვა.

ყოველ ამ პროცესს მოსდევდა მოლაპარაკების მაგიდასთან მორიგი რაუნდის დაწყება. ვერც 9 სექტემბრის, ვერც 13 სექტემბრის შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო. ოფიციალური თბილისის პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა მოქმედი ხელისუფლება იმაზე რბილი და მოზომილია, ვიდრე ეს წინა, სააკაშვილის, ხელისუფლების დროს გახლდათ. ოსების რიტორიკა, რუსებთან ერთად, კი ასევე უცვლელი და აგრესიულია.

საერთაშორისო შუამავლების ჩარევით სხვა ბევრი მცდელობაც იყო. სექტემბრის ბოლოს კი საქართველომაც გადადგა ნაბიჯი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ. თუმცა რეზულტატურად ამ აქტის შეფასება ჯერ ნაადრევია.

შესაბამისად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, გაჩნდა კითხვა – რამდენად ჰგავს მიმდინარე პროცესები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, როცა ოფიციალური თბილისი პროვოკაციებს იოლად აყვა და შედეგად რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

დღევანდელი მდგომარეობით იმის თქმა, რომ 2008 წლის სცენარი გამეორდება – შეუძლებელია – ასკვნის ევროპული ობზერვერის ანალიტიკოსი, რეჯინ ლაკრუა. ამის მიზეზი რამდენიმეა. ჯერ ერთი ესკალაციისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს. მეორე – რუსეთი იმდენადაა დისკრედიტირებული, რომ მისი ყველა ნაბიჯი ძვირად ჯდება საერთაშორისო არენაზე. მესამე – საქართველომ საკმარისად ბევრი იგემა იმისთვის, რომ ნაცად პროვოკაციებზე ისეთივე რეაქცია იქონიოს, როგორც ეს გასული 30 წლის განმავლობაში გააჩნდა.

ამ გადასახედიდან, ნათელია, რომ გაჩნდა დივერგენტი ვერსიები. ზემოთმოყვანილ ჩამონათვალში შეგნებულად არ იქნა დასახელებული ე.წ. ოფიციალური სამხრეთ ოსეთის მდგომარეობა. მას ხშირად უწოდებენ “არ აღიარებულს” და ასეთადაც რჩება. მისი აღიარებისგან, ისევე როგორც საქართველოს მეორე ანკლავის, აფხაზეთის შემთხვევაში, ცივილიზებული სამყარო თავს იკავებს. რუსეთმა ახლა ახალი გზის მოსინჯვა დაიწყო და გამოდის ინიციატივით, რომ მსოფლიომ აფხაზების გენოციდი აღიაროს, რასაც ექსპერტები აბსურდად მიიჩნევენ, რადგან ომს საქართველოს საკუთარ თავთან და მისსავე ტერიტორიაზე ვერ დაიწყებს.

ამდენად, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც რჩებიან დივერგენტებად, რომელთაც არ აღიარებენ, რუსეთი იცავს, თუმცა განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. დივერგენტული ვერსიისვე გაღრმავება, თუმცა მეორე ვარიანტად ფორმირებას, გულისხმობს სწორედ ის, რომ მოსკოვმა ორივე ზონა საქართველოს წაგლიჯა, თუმცა მათი განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშაა. დროდადრო სოხუმში იფეთქებს ხოლმე ანტი რუსული თუ ანტისახელისუფლო ტალღა, მართალია მინორულად, მაგრამ მაინც უკვე არსებობს…

ეს კი პერსპექტივაში ნიშნავს იმას, რომ სტაგნაციასა და ჭაობში ჩარჩენილი სოხუმის თუ ცხინვალის მოსახლეობა ადრე თუ გვიან განვითარებას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, თუ რუსეთი ისეთივე დარჩა როგორიც დღესაა, რაც მეტად მოსალოდნელია, ხოლო თბილისმა მშვიდობისა და განვითარების გეზი შეინარჩუნა, იოლი მისახვედრია რამდენად შეიძლება შეიცვალოს ვითარება ნახევარ დეკადაში.

ამას ემატება საერთაშორისო ყურადღებაც, ევროპამ თუ შტატებმა უკვე აღნიშნეს დანანებით, რომ 2008 წელს სათანადო ყურადღება არ დაუთმეს პრობლემას და შედეგად ყირიმი 2014 მიიღეს. თქვეს ისიც, რომ გასული 2-3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტრიბუნებზე საკითხი მოსუსტდა. თუმცა ასე აღარაა სექტემბრის ბოლო ხანებიდან.

აშშ-მ ელჩის დანიშვნითა თუ სხვადასხვა ექსპერტის პირით უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისი პრიორიტეტიცაა. ევროკავშირში კი საქართველოს პირველად ეძლევა შანსი საბჭოს თავმჯდომარე იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ტრიბუნა ოფიციალურმა თბილისმა მაქსიმალურად უნდა დატვირთოს. ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს, როგორც აგრესორს, პერიოდულად ანეიტრალებს. შესაძლოა მოსკოვის შერბილებული ტონი და ქართველებთან ავიამიმოსვლის აღდგენის ინიციატივაც სწორედ იმას უკავშრდებოდეს, რომ საქართველო ამ ეტაპზე, პირველად, ევროსაბჭოს ტრიბუნასთან ლიდერ პოზიციებს დაიკავებს

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter