მოსკოვმა ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.
„ყურადღება მივაქციეთ თბილისში ატეხილ ხმაურს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი ქართველი კოლეგის შეხვედრას მოჰყვა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვესმის თეზისები ოკუპაციის შესახებ. როგორც ჩანს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ შეხვედრის პროტოკოლი და ფორმატი უფრო აინტერესებთ, ვიდრე შინაარსი და მიმართულება. ჩვენის მხრივ, დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებში სწორედ პირდაპირი და გულახდილი საუბარი შედის. ბოლო 12 წლის მანძილზე ნიუ იორკში გამართული პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორიენტირებული იყო ამ არცთუ ადვილი სიტუაციიდან გამოსვლისკენ, რომელიც შეიქმნა ივნის-ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ შვეიცარიულ მხარეს, რომელიც 11 წლის განმავლობაში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში და რომლის ხელშეწყობითაც შედგა ეს შეხვედრა,“-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter