ნათია თურნავა ლარის კურსზე

რაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, ლარის კურსთან დაკავშირებით. როგორც თურნავამ განაცხადა, ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო და ეს ტენდენცია მზარდი იქნება.
„ფუნდამენტური პარამეტრები მართლაც ჯანსაღია. სულ ახლახანს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა და აგვისტოში არის საკმაოდ მაღალი, 5.8% ზრდა. 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ სჭირდა და პირიქით, ეს ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს და ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იყოს იმისთვის, რომ გზები, გაზი, წყალი და ეს სიკეთეები მივიტანოთ მოსახლეობამდე.
მეორეა ეროვნული ბანკის საკმაოდ აქტიური პოზიცია. საკმაოდ კარგ კოორდინაციაში ვართ ეკონომიკური პროფილის უწყებები, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მათ აქვთ თავის ხელთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული კორექტირება გააკეთონ და ამ ბოლო დროს ეს გამოჩნდა კიდევაც. მინდა გავიზიარო ჩემი კოლეგების ოპტიმიზმი ლარის კურსთან მიმართებაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter