ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის პარტია ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის პარტია 38.4% -ით იმარჯვებს.
ავსტრიის სახალხო კონსერვატიული პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს სებასტიან კურცი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს.
მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები 22%-ით. მწვანეებს მხარი ამომრჩეველთა 14,3%-მა დაუჭირა. ლიბერალებმა 7,4%-ი დააგროვეს.
„სახალხო პარტიის“ ყოფილი პარტნიორი ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ მესამე ადგილზე გავიდა. წინასწარი მონაცემებით, ამ პარტიამ ხმების 16%-ი დააგროვა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter