„მსოფლიო რაგბი“ საქართველოს თამაშისას დაშვებული „შეცდომისთვის“ ბოდიშს უხდის

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და გუნდის კაპიტანი ჯაბა ბრეგვაძე აკრიტიკებენ მსოფლიო თასის ორგანიზატორებს.
„ისინი რუსულ სიმღერას უკრავდნენ მატჩის შემდეგ. ქართველი მღეროდა, მაგრამ ეს რუსული სიმღერა იყო. გვსურს გითხრათ, რომ საქათველო რუსეთი არ არის. ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“, – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ამის საპასუხოდ, „მსოფლიო რაგბი“ ბოდიშს შემდეგი სიტყვებით უხდის საქართველოს:
„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter