გიგა ბოკერია სააკაშვილს პასუხობს

“სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9 წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს” ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებისა და ჩავარდნების მემკვიდრე „ევროპული საქართველოა“ და არა სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე მეტს ახლა სააკაშვილის განცხადებაზე ვერაფერს იტყვის და ამ თემას ცალკე ბრიფინგი მიეძღვნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter