რომის პაპი ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იარაღის გაყიდვა

რომის პაპმა, ფრანცისკემ, გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც იარაღს ყიდიან და ომისგან გამოქცეული მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებენ.
ომისთვის იარაღს სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებენ და ყიდიან, შემდეგ კი იგივე ქვეყნები უარს აცხადებენ იმ ადამიანების მიღებაზე, რომლებიც ლტოლვილებად ამ ომების გამო იქცნენ, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიგრანტთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.
პაპის თქმით, ქრისტიანის მოვალეობაა, ადამიანი ქუჩაში არ მიატოვოს და დახმარება აღმოუჩინოს.
„გაუწიეთ დახმარება და დაუმეზობლდით ყველას, ვისაც ცუდად ექცევიან და ქუჩებში ტოვებენ, დაუამეთ მათ ჭრილობები და მიიყვანეთ უახლოეს თავშესაფრამდე, სადაც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებენ,“ – მიმართა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 40 000-მდე მოქალაქეს.
82 წლის არგენტინელმა პაპმა, რომლის მშობლებიც იტალიელი მიგრანტები იყვნენ, აღნიშნა, რომ სამყარო სასტიკი ადგილი ხდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter