ხმაური რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაური იყო. მე-6 კლასის მოსწავლის დედა სიცრუეში ადანაშაულებს მუსიკის მასწავლებელს, რომლის მტკიცებითაც, ბავშვმა ის კიბიდან დააგორა. ის ასევე სიცრუეში ადანაშაულებს #5-ე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, არსენ დემეტრაშვილს, ასევე ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სკოლასთან ბავშვის დედის გამოჩენას სხვა ბავშვების მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვენ. ადგილზე რუსთავის მერი მივიდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.
სკოლა ცოტა ხნის წინ დატოვა მეექვსეკლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. სკოლიდან, ის რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა, გაიყვანა. თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და სკოლის ტერიტორიიდან გაიყვანა.
ხეჩიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.
სკოლასთან ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შეკრებილი მშობლები რჩებიან.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter