ისევ საკონსტიტუციო ცვლილება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს დასრულდება. კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიაწვდიან.
განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 300 000 მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.
შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter