ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33-7 დაამარცხა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. ამჯერად ბორჯღალოსანთა მეტოქე ურუგვაის ნაკრები იყო.

საქართველოს ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter