„თბილისი მარათონი“ დედაქალაქში მერვედ იმართება

თბილისში „თბილისი მარათონი“ იმართება. ღონისძიება დედაქალქში მერვედ ტარდება. ფინიშის ხაზი, პიველ გიმნაზიასთან არის. 

მარათონი საქველმოქმედოა და რეგისტრაიიდან შემოსული თანხა ძაგვის თავშესაფარში გადაირიცხება. „თბილისი მარათონში“ 2 700 ადამიანი მონაწილეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 29 სექტემბერს თბილისი-მარათონის გამო დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მანქანით გადაადგილება შეიზღუდება

უწყების ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

კრწანისის მოედანზე — მანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;

თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით;

გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური მარჯანიშვილის მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები;

მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter