კურტ უოლკერი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკელის გვარი ნახსენებია საჩივარში, რომელშიც საუბარია იმაზე, როგორ ეპყრობა ტრამპი უკრაინას და როგორ უნდა შეუჩეროს სამხედრო დახმარება უკრაინას.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კურტ ვოლკერმა პრეზიდენტ ტრამპის პირად ადვოკატ, ნიუ-იორკის ყოფილ მერს ჯულიანსა და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველს, ანდრეი ერმაკს შორის შეხვედრა შეათანხმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ. ჯერჯერობით, შეკითხვას არც ვოლკერი პასუხობს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter