ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს

ქართველმა მოციგურავეებმა წყვილებს შორის ასპარეზობაში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს. იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 142, 05 ქულით, ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ რუსეთის, გერმანიისა და ჩინეთიდან გამოცდილი წყვილების შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავა.
პოლონეთისა და ზაგრების ეტაპებზე მიღწეული ჯამური შედეგით, 268, 07 ქულით, ქართული წყვილი გახდა იმ 10 საგზურიდან ერთ-ერთის მფლობელი, რომელიც მათ იანვარში შვეიცარიაში დაგეგმილ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter