სერგეი ლავროვი-შეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა

26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, შეხვედრაზე დავით ზალკალიანს სხვა საკითხებთან ერთად აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება.
„იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა“, – განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ ზოგიერთი კომენტარი ამ შეხვედრის თაობაზე მის „ღიმილს და გაოცებას“ იწვევს. „კომენტარები რომლებსაც თვით ქართველები აკეთებენ“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter