გიორგი კვირიკაშვილი-ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება

ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავარ არხთან განაცხადა. კვირიკაშვილიმა.
“როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერს, რა თქმა უნდა, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკურ პოზიცია მექნება. რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაც — არა. მაგალითად, 20 ივნისს რაც იყო, ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაც შეიძლება კიდე მოხდეს მომავალში და არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ”, — ამბობს კვირიკაშვილი.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბესელიასთან ბევრი საკითხი განიხილა. მისივე თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს.
ასევე ეკა ბესელიამ დადასტურმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა და აღნიშნა „ის არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე. რაიმე პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ გვაქვს. გუშინ უბრალოდ, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შევხვდი და ვისაუბრეთ. დაგეგმილი გვქონდა ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვეხებით ყველა თემას, რომელიც პრობლემურია და ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter