სალომე ზურაბიშვილი-შეწყალება ეხება არა ანგელოზებს

შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას ქარ¬თველ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა და განმარტა, მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არის ფრთხილი გადაწყვეტილება.
“არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა, გამართოს ახალი სასამართლო. ეს მე მგონი, ცოტა ცნებების არევაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter