დღეს ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასოდ აცრიან

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. დღეს, ამასთან დაკავშირებით, ვაკის პარკში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასოდ აცრიან. მიმდინარე წელს სექტემბრის მონაცემებით, უკვე აცრილია 230 000 ძაღლი და კატა
სააგენტოს ავტომობილი, უბნების მიხედვით, შემდეგი განრიგით მივა:
ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა – 8:30-10:00 სთ.
ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ.
ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი – 12:30 -14:00 სთ.
ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პლიციასთან) – 15:00-16:30 სთ.
მეტროსადგურ ღრმაღელესა და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი – 17:30-19:00 სთ.
ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან – 8:30-10:00 სთ.
მ. კოსტავას 37, ვერის ბაღის შესასვლელთან – 10:30-12:00 სთ.
ბუკიას ბაღი – 12:30-14:00 სთ.
ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ.
გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი. (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) – 17:30-19:00 სთ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter