თუშეთის გზაზე ტურისტი გარდაიცვალა

თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უცხოელი ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფი გადაადგილდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე” – დაიწერა საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 281-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter