ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ის ქალთა აქტივისტების მიერ დაიგეგმა. ბანერებზე და სტიკერებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ, დეპუტატის მხარდასაჭერი სლოგანები იყო: „სოლიდარობა ეკა ბესელიას”, „არა ფსიქოლოგიურ ტერორს“. აქცია გუშინდელი ინცინდენტის გამო დაიგეგმა, შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

“ჩვენ დღეს ვდგავართ ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი ქალის – ეკა ბესელიას მხარდასაჭერად. ის დღეს არის ძალიან მძიმე ბრძოლაში, მის წინააღმდეგ ხორციელდება [მორალური] ტერაქტები, რომლებიც არ დამთავრებულა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით, არამედ ის გრძელდება დღემდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვუცხადებთ მას უპირობო მხარდაჭერას და გვერდზე გვაქვს გადადებული ყველა ის უთანხმოება თუ შეუთანხმებლობა, რომელიც გაგვაჩნია მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ. მას, როგორც ქალს, როგორც მსხვერპლს, უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ. შეიძლება ითქვას, ის იბრძვის გადარჩენისთვის იმიტომ, რომ ეს არის მისი სოციალური მკვლელობის მცდელობა“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter