ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ტაილანდში დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამაყარა, აკვრაში 264 კილოგრამი ასწია და ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

„ლაშა ტალახაძის ატაცის ოქრო! მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ატაცში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა! ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა! ტალახაძემ 208 / 215 / 220 აიტაცა!” – აცხადებს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter