ტრამპის იმპიჩმენტს მსახიობებიც უჭერენ მხარს

,,ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე  ერთი კვირის წინ შევხდით უკრაინის პრეზიდენსტს”- განაცხადა ეშტონ კაჩერმა. შეგახსენებთ, მისი მეუღლე, მილა კუნისი, წარმოშობით უკრაინელია. სწორედ ამ მიზეზით, კაჩერი, დემი მურის მემუარების შემდეგ, ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

2017 წელს სკარლეტ იოჰანსონი და მადონა ტრამპის იმპიჩმენტის მიზეზით გამოვიდნენ. მათ მალევე შეუერთდნენ ბონო ვოქსი, ალეკ ბოლდუინი, მერილ სტრიპი, ჯორჯ ქლუნი, ლედი გაგა, ჯოან როულინგი, რობერტ დენირო, ლებრონ ჯეიმსი, ბენ სტილერი, სემუელ ჯექსონი, შაკირა, რიჩარდ გირი, კრის ევანსი და ათობით სხვა მომღერალი, ტელეწამყვანი, მუსიკოსი, რეჟისორი თუ მწერალი. ბოლოს ტრამპს სკანდალი უკრაინის პრეზიდენტთან, ზელენსკისთან, სატელეფონი ზარის საფუძველზე აუგორდა და მას ბრალს კორუფციაში სდებენ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვენ კონგრესის წევრები, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელების ნაწილიც.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter