ამერიკის საელჩო საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით საელჩოს წარმომადგენლობა განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – აცხადებენ საელჩოში.
U.S. Embassy Tbilisi welcomes the #Georgia and #Russia meeting facilitated by @SwissMFA. We support Georgia’s sovereignty & territorial integrity and urge #Russia to end its illegal occupation and decrease tensions.
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) September 27, 2019