გიორგი გახარია, ზალკალიანი და ლავროვის შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.  

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში იყო“. მისივე თქმით, ომი გამოსავალი არ არის.

„ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა. სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს, აი ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter