27 სექტემბერი, დღეს ოცდამეექვსედ დავეცით

დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და სისხლიანი დღეა. 26 წლის წინ სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა ტყვედ აიყვანეს ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს. საქართველოს მხრიდან ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.
1993 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს განიარაღებულმა ძალებმა, შეიარაღებულ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა რაზმებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. სოხუმზე შტურმი გუდაუთაში დაბანაკებულმა რუსეთის არმიის 345-ე საჰაერო-სადესანტო ბატალიონმა დაიწყო და დაასრულა კიდეც.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter