ნათია თურნავა ტყიბულში საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ტყიბულში საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა.
მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა ბიზნესის ვალდებულებაა, მაგრამ თუ ბიზნესი მიზეზთა გამო ვალდებულებას ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მზად არის, ერთად მოიძებნოს მისაღები გამოსავალი,- ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებთან შეხვედრაზე.
„ჩემთვის მთავარია, კომპანიისგან მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები და რაც მთავარია, როდის აღდგება მადნის მოპოვება უსაფრთხო შრომის პირობებში, როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურად ფუნქციონირებას. ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს უსწრაფესად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, შედეგი მიღწეულია და აქცია შეწყდება.კომპანია არსებული ვითარების შესწავლას და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს. 30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ. მინისტრის განმარტებით, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter