ბესელიასა და ზარდიაშვილის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა

„ნაძირალა, ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს, შენ ნაძირალა” – ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ, უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ბესელიას გაღიზიანება, გამოიწვია ზარდიაშვილის კომენტარმა ბესელიას მიმართ, კერძოდ კი „ბესელიას მორალის“.
„რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი?… თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ…“- უპასუხა ბესელიამ ზარდიაშვილს, შემდეგ კი ფიზიკური ძალა გამოიყენა და სახის არეში დაარტყა.
დავთ მათიკაშვილმა ბესელიას დარბაზის დატოვება აიძულა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter