ვლადიმერ ზელენსკი: თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე არ ვნერვიულობ

მე მეგონა, რომ აშშ-ში მხოლოდ ტრამპის საუბრის სტენოგრამას გაასაჯაროებდნენ, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე, ის პირისპირ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.პირადად მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის გამართული ასეთი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება ზოგჯერ არ უნდა ხდებოდეს.
ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ტრამპს მასთან კონსულტაციები, სანამ საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდებოდა. ვლადიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ მანამდე დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია.
”ეს დონალდ ტრამპთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო”,- დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მე არ მსურს აშშ-ის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა. ჩვენს შორის კარგი, ნორმალური სატელეფონო საუბარი შედგა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ეს თქვენც წაიკითხეთ და ნახეთ, რომ არავინ მაიძულებს რამეს, – განაცხადა ზელენსკიმ.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter