თეა წულუკიანი-ევროპის საბჭომ რუსეთს „დეპორტირებულების საქმეზე“ კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, 25 სექტემბრის სხდომაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა შეახსენა, როგორც “უპირობო ვალდებულება”. საქმე ეხება ე.წ. დეპორტირებულების საქმეს, რისთვისაც ევროსასამართლომ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა რუსეთს დააკისრა.
გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხის დადგენილ ვადაში (2019 წლის 30 აპრილამდე) გადაუხდელობის გამო, მას შესაბამისი პროცენტები დაეკისრება. მინისტრთა კომიტეტმა აგრეთვე მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ კომპენსაციის გადახდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე მისი “უპირობო ვალდებულებაა”.
გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter