სერგეი ლავროვი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე – ომს არ დავიწყებთ, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება

გპირდებით, ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად თვლის, სერიოზულად შეირყევა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ნატო-ში გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ “კომერსანტთან” განაცხადა. “ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავის პრიორიტეტად მასში შესვლას აყენებენ, საგრძნობლად გაუარესდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, როცა მიხელ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა პირობა დაარღვია, სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ მაშინ ნატო-ზე არ ვფიქრობდით, ჩვენ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის,“ – განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter