გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრს ავალებს, ტყიბულში გაემგზავროს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში გაემგზავრება, სადაც მეშახტეები არიან გაფიცულები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრი სხდომის დასრულების შემდეგ ჩავა ტყიბულში, არა გარემოებების გასაცნობად, არამედ პრობლემების მოსაგვარებლად.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter