ლავროვი ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. სერგეი ლავროვის თქმით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ “საქართველოში უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციის კონტრპროდუქტიულობა გააცნობიერა”.
გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნას ლავროვი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსმა ტურისტებმა უარი არ თქვეს, პუტინის აკრძალვის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტზე. ცნობილია ისიც, რომ პუტინის აკრძალვის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთის ათასობით მოქალაქისგან დაიმსახურა კრიტიკა. ამასთან, საქართველოს შიგნითაც არაერთი პრორუსი ღაღადებს ხმამაღლა, იქნება ეს – ვასაძე და მისი გუნდი თუ ინაშვილი და მისი პარტია. ასევე ცნობილია ისიც, რომ
“ალბათ, ფრენებს დავაბრუნებდი. მგონია, რომ ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ პროვოკაციის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა” — ამბობს ლავროვი.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების მოტივით 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეწყდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter