თეთრი სახლი ტრამპისა და ზელენსკის საუბარს აქვეყნებს

შესაძლო კორუფციის გამოძიებასთან დაკავშირებით, ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დაკავშირებოდა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, როომელიც ჯოზეფ ბაიდენ უმცროსს უკავშირდებოდა

იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და სადაზვერვო საზოგადოების გენერალურმა ინსპექტორმა შეშფოთება გამოთქვეს პრეზიდენტის ქმედებებზე შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

სამართალდამცავებმა განიხილეს საქმე და უარი თქვეს მის გამოძიებაზე, აცხადებენ ოფიციალური სააგენტოები.

თეთრ სახლში ოთხშაბათს აღნიშნეს, რომ ტრამპმა ზარისას პრეზიდენტ ზელენსკის სთხოვა, რომ ყოფილიყო პირდაპირ კავშირში, როგორც ბართან, ასევე, პრეზიდენტის პირად ადვოკატ რუდოლფ ჯულიანთან.

„ხალხი ბაიდენის შვილზე ამბობს, რომ ბაიდენმა ძებნა შეაჩერა, და ხალხს ამის გარკვევა უნდა“ – წერია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ზარის ზუსტი ასლია – „ ასე რომ, მისაღები იქნება ის, რის გაკეთებასაც შეძლებ პროკურატურასთან“.
იუსტიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბარს არ ქონდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ზელენსკის მასთან დაკავშირება სთხოვა.
ტრამპმა ზელენსკის მიუთითა ბაიდენზე და უთხრა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი უკვე დიდი ხანია ამოძირკვაა ფართოდ გავრცელებული კორუპცია უკრაინაში. ტრამპი და ჯულიანი დიდი ხნის განმავლობაში აიძულებდნენ უკრაინის სამართალდამცავებს ეპოვათ კავშირი კორუფციასა და ბაიდენს შორის უკრაინის ენერგო კომპანიაში.

მაგრამ ბატონი ტრამპის წინადადება, რითაც ის სთავაზობდა, რომ ამერიკელი სამართალდამცავი ორგანოები უშუალოდ ჩართულიყვნენ და უკრაინის მთავრობასთან ყოფილიყვნენ კონტაქტში, პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ პრეზიდენტი პირადად ცდილობდა შეერთებული შტატების მთავრობის უფლებამოსილების გამოყენებას პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასაგრძელებლად.

ამერიკის პრეზიდენტმა პირადად თხოვა უკრაინელ კოლეგას, რომ დახმარებოდა მას.

„გამიხარდება, თუ გენერალურ პროკურატურასა და თქვენს შორის შედგება დიალოგი, რითაც გაეცნობით საქმის დეტალებს“ – ტრამპი სატელოფონო ზარში მიუთითებდა რომერტ მიულერზე. – „რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააკეთოთ ჩვენთვის.“
ტრამპის მოკავშირეები ვერ ხედავენ ბრალდების საფუძვლიანობას და ამბობენ, რომ ტრამპი არ ახდენს წეზოლას უკრაინის პრეზიდენტზე, მით უმეტეს, რომ მან ახსენა ბატონი ბარი, რადგან მისი უწყება უკვე იკვლევდა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას.

ნახევარ საათიანი დიალოგის განმავლობაში ტრამპი რამდენჯერმე დაუბრუნდა აღნიშნულ თემას.

ტრანსკრიპტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და ზელენსკის ქონდათ სატელოფონო დიალოგი ივლისში, სადაც ის ზელენსკისგან ითხოვდა, რომ კავშირში ყოფილიყო გამოძიებასთან ჰანტერ ბაიდენთან და მის ბიზნესებთან დაკავშირებით. ტრამპმა აღიარა, რომ მას ჰქონდა საუბარი ზელენსკისთან ყოფილ ვიცე-პრემიერთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ ეს ლეგიტიმური იყო.

დასაწყსისში ტრამპი და მისი მოაზრეები ეწინააღდეგებოდნენ ხელწერილის გამოქვეყნებას და ამბობდნენ, რომ პრეზიდენტების დიალოგის გამოქვეყნება საფრთხეს წარმოადგენს. მათ სჯერათ, რომ დემოკრატები ძალიან შორს წავიდნენ და ამის გამოქვეყნება საზიანოა არათუ პრეზიდენტისთვის, არათუ ამერიკისთვის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter