საბერძნეთში სამი ქართველი ქალი დააკავეს ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით

საბერძნეთის პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, 12 პირი დააკავა, თუმცა, მთლიან სქემაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან სამი ქართველი ქალი იყო, რომლებიც, როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, დაჯგუფებას ხელმძღვანელობდნენ.
თითო ბავშვს, “შეკვეთის” შემდეგ 25.000 ევროდ ყიდდნენ. საქმეში მონაწილეობდა ექიმი და ადვოკატი, რომლებიც ყველაფერს კანონიერ სახეს აძლევდნენ. ისინი განაყოფიერების ცენტრთანაც თანამშრომლობდნენ, სადაც უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ.
ყველა დაკავებული თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter