საქართველო – გაყინული ინფრასტრუქტურული პროექტების ქვეყანა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ით არის ათვისებული. სიაშია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა;
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა;
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი -სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა;
თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა;
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია;
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა;
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი);
თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორი აქვეყნებს, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს.ამასთან, მხოლოდ 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 2,349 მლნ ლარს შეადგენს.

აუდიტის სამსახურს ინფრასტრუქტურის სამინისროსთან სხვა პრეტენზიაც აქვს. როგორც ირკვევა, პროექტების პირველადი შერჩევისას ჩვენ ქვეყანაში არაფორმალური და არასტანდარტიზებულ პრაქტიკა ხშირია და არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია, არც ქვეყნისა და არც სექტორულ დონეზე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter