რას აცხადებს დიმიტრი გაბუნია გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ

დიმიტრი გაბუნიამ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეწყალების საქმეზე მისი გამოკითხვის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს, შესაბამისად, არ შეუძლია უპასუხოს იმ კითხვებს, რითაც გამოძიება დაინტერესდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენერალურ პროკურატურას სრულ ნდობას უცხადებს. „დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას“- განაცხადა გაბუნიამ.
საპარლამენტო მდივნი, ასევე აცხადებს, რომ არცერთ ცილისმწამებელს დაუსჯელად არ დატოვებს, პასუხს კი კანონის სრული სიმკაცრით მოსთხოვს. „როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“ – აცხადებს გაბუნია. ცნობილი გახდა ერთ-ერთი ადამიანის სახელი, რომელზეც იგი სარჩელის შეტანას აპირებს, ეს ადამიანი ირმა ნადირაშვილია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter