დონალდ ტრამპის მესიჯები გაეროს 74-ე ასამბლეაზე

გაეროს 74-ე ასამბლეაზე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოუსმინეს. მან ისაუბრა ძირითად მესიჯებსა და მიზნებზე. მისი განცხადებით, ყველა ქვეყნის ვალია ირანის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან თეირანის პოლიტიკა მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ტრამპმა დასძინა, რომ აშშ მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ სურს სამხედრო ძალებისთვის მიმართვა. ისაუბრა, ასევე უკრაინაზეც და მისი განმარტებით უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას შეერთებული შტატები მანამდე შეაჩერებს, სანამ ამ საქმეში წვლილს ევროპაც არ შეიტანს. ამერიკის ლიდერმა ისაუბრა დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობის საკითხზეც და თქვა, რომ ახალი სავაჭრო შეთანხმება ქვეყნებისთვის მომგებიანი იქნება. ისაუბრა, ასევე ჩინეთზეც და წარუყენა მას ბრალდება პირობების დარღვევაში, აღნიშნა, რომ ჩინეთმა დაპირებულ რეფორმებზე უარი თქვა. დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა ბალისტიკურ იარაღზე ცდების შეწყვეტისკენ.
ტრამპის თქმით ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამერიკამ მიიღოს სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებები და მიუხედავად იმისა, რომ გააგრძელებს კოოპერაციას სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში იფიქრებს ამერიკის მოქალაქეების წინაშე თავის მოვალეობაზე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter