ეკა ბესელია პროკურატურაში გამოცხადების თარიღს ორშაბათს განაცხადებს

დეპუტატი ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს. შეგახსენებთ, გუშინ მან განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინვე დაუკავშირდნენ.
„დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. 
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.შესაბამისად, ამ ეტაპზე,  საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter