ეკა ბესელიას განცხადებას, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, უმრავლესობის გამოხმაურება მოჰყვა

დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა,რომ „ქართული ოცნება” პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, უმრავლესობის წევრებს აშანტაჟებს. „არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ის თემა არ არის, სადაც შეიძლება, მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე …“ დეპუტატის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, გია ვოლსკი, გამოეხმაურა. მან ბესელია სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით ეს პოლიტიკურ უზნეობასთან მიახლოებული ქმედებაა.
მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით ბესელიამ განცხადება გააკეთა: „იმის ნაცვლად, რომ ამ ვითომ არ შემდგარი ძველი ბიჭის და არშემდგარი პოლიტიკოსის ენით რომ არ ილაპარაკოს და რაღაცა ლოგიკაში მოიყვანოს ის ნათქვამი, რაც უნდა რომ თქვას, გიორგი ვოლსკი ისეთი მხდალი კაცია, პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადავიდა… ის, რაც იყო ამ კომენტარში, იყო აბსოლუტური უზნეობა – ვის ზნეობაზე ლაპარაკობს ვოლსკი”.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter