ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესმენები ალაპარაკდნენ

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტის საკითხზე დემოკრატები და რესპუბლიკელები ისევ ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ძალებით დახმარების შეთავაზება იყო. თუმცა, როგორც იუწყებიან ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ზელენსკი ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს. ტრამპმა ბაიდენი მიზანში მას შემდეგ ამოიღო, რაც მან პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. დემოკრადიული პარტიიდან, ბაიდენი ერთადერთი კანდიდატია. ტრამპმა თვითონვე აღიარა, რომ ზელენსკითან საუბრისას გამოძიებაზე ისაუბრეს, ამან კი გადაუარა საინფორმაციო სივრცე, რამაც კონგრესმენები იმპიჩმენტზე აალაპარაკა.
შეგახსენებთ, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. ეს ნიფორმაცია The Wall Street Journal-მა გაასაჯაროვა. მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო ჰანტერ ბაიდენის მიმართ, რომელიც უკრაინული ნავთობკომპანიის “ბურისმას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
ამასთანავე, პრეზიდენტების საუბრის შემდეგ უკრაინულ და ამერიკულ ტრანსკრიპტებშიც სხვაობა ფიქსირდა. ამერიკული ტრანსკრიპტი გვაუწყებს, რომ ტრამპს არ განუხილავს უშუალოდ დახმარების პაკეტი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ღია კორუფციული შეთავაზება არ ყოფილა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter