2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად დოლარის კურსი 2.9638 ლარის ნიშნულზეა ჩადებული

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა 1 მლრდ 230 მლნ ლარს შეადგენს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტში წერია, რომ ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა 2 მლრდ 160 მლნ ლარია.გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტში კურსი 2.66 ნიშნულზე იყო გათვალისწინებული.
კურსის გამო, ბიუჯეტში იცვლება სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო მოცულობა. თუ თავდაპირველად საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარის ნიშნულზე იყო გათვალისწინებული, ახალ პროექტში ეს მაჩვენებელი 20.6 მილიარდამდე იზრდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter