დააკავეს პირი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდა

საქართველოს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს თანხის
სანაცვლოდ, პირადი კავშირებით, შსს-ში დასაქმებას ჰპირდებოდა. ბრალდებული
მოქალაქეების ნდობას იპოვებდა, ხოლო შემდეგ 5 000 აშშ დოლარს სამსახურის
სანაცვლოდ ითხოვდა. ის თანხის ნაწილის – 3 500 ლარის აღების ფაქტზე დაიჭირეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter