ქრთველი მოსახლეობა უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა სახლმწიფო ინსტიტუტებს

„CRRC საქართველოს“ კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროპის ფონდის დაკვეთით,
იუწყება, რომ ქართველი მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა ისეთ
სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, როგორიცაა: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი,
პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები თუ სასამართლო. მკვლევრები აცხადებენ, რომ
აზრთა სხვადასხვაობაა ეთნიკურ უმცირესობას, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და
ქართულენოვან, ან დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის.
2009 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა, 57% მოსახლეობის გამოხატავდა ინტერესს
ქვეყნისადმი, ახლა კი შესაბამისი წილი 46%-მდეა შემცირებული. ეთნიკური
უმცირესობის 35% აცხადებს, რომ აინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკა, ხოლო
33%-ს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
2019 წლის ანგარიში შემდეგია:
მოსახლეობის 19% ენდობა საქართველოს პარლამენტს, 35% კი – არა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ენდობა 24% და არ ენდობა 37%.
საქართველოს პრეზიდენტს ენდობა 27% და არ ენდობა 37%.
მოსახლეობის ნდობა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უფრო მაღალია
ცენტრალურთან შედარებით: მოსახლეობის 35% ენდობა და 25% არ ენდობა მას.
ნდობის დონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ იდენტურია და
27%-ს შეადგენს; ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს 24% უცხადებს
უნდობლობას, ხოლო მედიას – 19%.
მოსახლეობის 37% პასუხობს, რომ ენდობა სახალხო დამცველს, 13% კი აცხადებს, რომ
არ ენდობა მას.
მოსახლეობის 31% ენდობა ბანკებს, 34% კი პასუხობს, რომ არ ენდობა მათ.

ყველაზე ცუდი ვითარება კი სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ პარტიებში
გვხვდება. მოსახლეობის მხოლოდ 17% უცხადებს სასამართლოს ნდობას, 43% კი – არა;
პოლიტიკური პარტიები – 13%-კი, 40%-არა
კვლევის სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე: http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/09/EU-2019-Final-GE.pdf

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter