2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს – აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის წინადადებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 23-ე გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირეს მხარე.
ღონისძიების ორგანიზების საკითხები მადრიდში, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციაში განიხილეს.
გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინე ძიძიგური დაესწრნენ.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter