დავით ზალკალიანმა და მისმა ავსტრიელმა კოლეგამ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის დროს, დავით ზალკალიანი ავსტრიის
საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდერ შალანბერგს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრისას ძირითადი განხილვის
საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და რეგიონში
არსებული უსაფრთხოება იყო. ისაუბრეს, ასევე ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესსა და
მოქალაქეების გატაცების ფაქტზე.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში დიდ გავლენას
იქონიებს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა და არსებული
საერთაშორისო ფორმატების მეტი ინტენსივობით გამოყენება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter